„იუვენტუსმა“ რაბიოს წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს წასვლის შესახებ, რისი მიზეზიც კონტრაქტის ამოწურვა იყო.
რაბიო იტალიურ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და მის შემადგენლობაში სამი ტიტული მოიპოვა.
2023-24 წლების სეზონში რაბიომ სერია A-ს 31 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პრესის ცნობით, 29 წლის ნახევარმცველი კარიერას „ლივერპულში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.