ოფიციალურად – პორტუგალიის ჩემპიონატი 3 ივნისს განახლდება

11:54, 23.05.2020

პორტუგალიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ოფიციალურად გამოაცხადეს სეზონის განახლების შესახებ. ქვეყანაში ფეხბურთი სამი ივნისიდან დაბრუნდება.

უკვე შედგენილია კალენდარი 33-ე ტურის ჩათვლით.

25-ე ტურში საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მაკარიძის „სეტუბალი“ 4 ივნისს ითამაშებს – ის სტუმრად შეხვდება „მარიტიმუს“. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

24 ტურის შემდეგ, „სეტუბალი“ გათამაშების ცხრილში მე-12 ადგილზეა.

მსგავსი