ოფიციალურად - პოჩეტინო აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი მაურიციო პოჩეტინო დიდი ხანი არ დარჩენილა უმუშევარი ლონდონის „ჩელსიდან“ გათავისუფლების შემდეგ.
პოჩეტინო ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი. მასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
„აშშ-ის ნაკრებთან შეერთება ჩემთვის მხოლოდ საფეხბურთო გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს ასევე იმითაც არის ნაკარნახევი, თუ როგორ გზას გადის ეს გუნდი და ქვეყანა.
ამ სპორტში რაღაცის მიღწევის სურვილი, ენერგია და მონდომება მართლაც ისტორიულია – აი, ეს იყო ჩემი აღმაფრენა“, – განაცხადა პოჩეტინომ.
ESPN-ის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი, ორწლიანი კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში 6 მილიონ დოლარს მიიღებს. ამით ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება ამერიკული ნაკრების ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სამიდან ერთ-ერთი მასპინძელია.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრები მერვედფინალში გავიდა, მაგრამ იქ 1:3 დამარცხდა ნიდერლანდებთან.