ოფიციალურად – ოლიმპიადა 2021 წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება

19:43, 30.03.2020

ცნობილი გახდა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების ახალი ვადები. ზაფხულის თამაშები ერთი წლით გადაიტანეს და ის გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე. ტოკიოს პარალიმპიადა ჩატარდება 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.

ამ მომენტისთვის გათამაშებულია ოლიპიური ლიცენზიების 57 პროცენტი. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სპორტსმენი.

მსგავსი