ოფიციალურად - მოისეს კაისედო „ჩელსის“ სარეკორდო შენაძენი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - მოისეს კაისედო „ჩელსის“ სარეკორდო შენაძენი გახდა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ბრაიტონიდან“ 21 წლის ეკვადორელი ნახევარმცველის, მოისეს კაისედოს ტრანსფერის შესახებ. მხარეებმა „8+1“ სქემით გააფორმეს კონტრაქტი.

გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ, ინსაიდერების ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა შეადგენს 100+15 მილიონ ფუნტს, რაც პრემიერლიგის რეკორდია. „ჩელსიმ“ საკუთარი რეკორდი დაამხო – ამა წლის იანვარში ლონდონელებმა „ბენფიკიდან“ არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი 107 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

ამ ზაფხულს კაისედო შეიძლებოდა „ლივერპულში“ აღმოჩენილიყო და კლუბებმა ტრანსფერის თანხაც კი შეათანხმეს, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „ჩელსიში“ გადასვლა მოითხოვა, რადგან ლონდონელებთან ჯერ კიდევ მაისში ჰქონდა ზეპირი შეთანხმება.