ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თენ ჰაგი გაანთავისუფლა, გუნდს დროებით ვან ნისტელროი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ნიდერლანდელი სპეციალისტის დათხოვნის შესახებ.
თენ ჰაგის გადაყენების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებით მწვრთნელად დაინიშნა გუნდის ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი.
თენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2022 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ინგლისის ლიგის თასი (2023) და ინგლისის თასი (2024).
ამ მომენტისთვის „იუნაიტედი“ მე-14 ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში – მას ცხრა ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს. გასულ უქმეებზე მანჩესტერელებმა „ვესტ ჰემთან“ 1:2 წააგეს. გუნდს ყველა ტურნირზე ბოლო 14 მატჩში სამი მოგება აქვს.