ოფიციალურად - ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ინტერიდან“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შესახებ.

იტყობინებიან, რომ „ჩელსიმ“ ბელგიელში 115 მილიონი ევრო გადაიხადა. ლუკაკუმ ლონდონელებთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა სერია A-ს ისტორიაში.

„ბედნიერი ვარ ამ შესანიშნავ კლუბში დაბრუნებით. გრძელი გზა გავიარე, თავიდან აქ ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოვედი. მაშინ ბევრი რამ მქონდა სასწავლი, ახლა კი გამოცდილი მოთამაშე ვარ. ბავშვობიდან მხარს ვუჭერდი „ჩელსის“ და ახლა ვბრუნდები მეტი ტიტულის მოგებით სურვილით.

კლუბის განვითარება იდეალურად შეესაბამება ჩემს ამბიციებს. ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმარო „ჩელსის“ ბევრი პრიზის მოგებაში. მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას“, – განაცხადა ლუკაკუმ, რომელიც ლონდონურ კლუბში 2011-14 წლებში თამაშობდა.

გასულ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნირზე „ინტერის“ რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.