ოფიციალურად - ლოპეტეგი „სევილიაში“ დაინიშნა
ოფიციალურად - ლოპეტეგი „სევილიაში“ დაინიშნა

ესპანელი სპეციალისტი ხულენ ლოპეტეგი „სევილიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, – ამის შესახებ დაწერა კლუბის ოფიციალურმა „ტვიტერმა“. ხელშეკრულება სამწლიანია და 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

52 წლის ლოპეტეგის ბოლო სამუშაო ადგილი იყო მადრიდის „რეალი“, რომელშიც 2018 წლის ოქტომბრამდე დარჩა. მანამდე, ის 2016-18 წლებში ესპანეთის ნაკრებს ავარჯიშებდა.

„სევილიას“ წინა მთავარი მწვრთნელი იყო ხოაკინ კაპაროსი, რომელიც პოსტიდან 2019 წლის მაისის ბოლოს წავიდა. 2018-19 წლების სეზონში „სევილიამ“ მეექვსე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.