ოფიციალურად - ფლიკმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ჰანს ფლიკმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ხელშეკრულება დადო, – იუწყება გერმანიის ფეხბურთის კავშირი.
ფლიკის კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება ძალაში და 2021 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
ევრო 2020-ზე გერმანიის ეროვნულ გუნდს კვლავ იოახიმ ლიოვი უხელმძღვანელებს და ჰანს ფლიკს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადააბარებს. შეგახსენებთ, რომ ლიოვი გერმანიის ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან უდგას სათავეში.
ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი ფლიკის შეგირდება შესანიშნავად ჩაატარეს და „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა.