ოფიციალურად - ესპანეთი და პორტუგალია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატისთვის იბრძოლებენ
ესპანეთმა და პორტუგალიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთობლივ განაცხადს მოამზადებენ ფეხბურთში მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად.
„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა და მისმა პორტუგალიელმა კოლეგამ ფერნანდო გომეშმა, აგრეთვე, უეფას ორივე ვიცე-პრეზიდენტმა გააფორმეს ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიზნით“, – წერია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში გაიმართება, 2026 წელს კი ტურნირს მიიღებს მექსიკა, კანადა და აშშ.