ოფიციალურად - დე ლიგტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გააფორმა ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალური მცველის მატეის დე ლიგტის ტრანსფერი.
ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნს“ დე ლიგტის სანაცვლოდ 45+5 მილიონი ევრო გადაუხადა.