ოფიციალურად - „ჩელსიმ“ ჯეიდონ სანჩო იჯარით აიყვანა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ჩელსიმ“ ჯეიდონ სანჩო იჯარით აიყვანა #1TVSPORT

„ჩელსიმ“ გამოაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 24 წლის გარემარბის, ჯეიდონ სანჩოს გაფორმების შესახებ. ლონდონელებმა ინგლისელი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს აუცილებელი გამოსყიდვის ოპციით.

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აუცილებელი გამოსასყიდი თანხის ოდენობა 20-25 მილიონი ფუნტი იქნებოდა.

ახალ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ არ შეიყვანა სანჩო არცერთი მატჩის განაცხადში. ფეხბურთელის კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.