ოფიციალურად - ჩავიმ „ბარსელონა“ ჩაიბარა #1TVSPORT
ოფიციალურად - ჩავიმ „ბარსელონა“ ჩაიბარა #1TVSPORT

კატალონიურმა გრანდმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.

კონტრაქტი მიმდინარე სეზონს და მომდევნო ორ წელს ითვალისწინებს.

„ეს უნდა მომხდარიყო! კეთილი იყოს სახლში დაბრუნება“, – წერია „ბარსელონას“ განცხადებაში.

ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ აღზრდილია და კლუბთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა – ფეხბურთელი კატალონიური კლუბის მაისურით 1997 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. 2015 წელს ესპანელი ფეხბურთელი „ალ სადში“ გადავიდა, 2019-დან კი ყატარული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.