იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი ოფიციალურად გახდა თურქული „ადანა დემისფორის“ ფეხბურთელი. 30 წლის თავდამსხმელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2020-21 წლების სეზონში ბალოტელი სერია B-ში „მონცას“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 14 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
„ადანა დემისფორი“ გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნდა. გუნდს ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში 26 წელია არ უთამაშია.