ლა ლიგას ერთ-ერთმა ლიდერმა „სევილიამ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ფორვარდ ანტონი მარსიალის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
26 წლის ფრანგი ესპანურ გუნდს იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, „სევილიას“ ეს გარიგება 6-7 მილიონი ევრო დაუჯდა.
მარსიალმა ახალ კლუბში 22-ე ნომერი აირჩია. მისი პრეზენტაცია 26 იანვარს შედგება.
მიმდინარე სეზონზე მარსიალმა პრემიერლიგაში მხოლოდ 208 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.