ოფიციალურად - ანტონი მარსიალი „სევილიაში“ გადავიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ანტონი მარსიალი „სევილიაში“ გადავიდა #1TVSPORT

ლა ლიგას ერთ-ერთმა ლიდერმა „სევილიამ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ფორვარდ ანტონი მარსიალის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

26 წლის ფრანგი ესპანურ გუნდს იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, „სევილიას“ ეს გარიგება 6-7 მილიონი ევრო დაუჯდა.

მარსიალმა ახალ კლუბში 22-ე ნომერი აირჩია. მისი პრეზენტაცია 26 იანვარს შედგება.

მიმდინარე სეზონზე მარსიალმა პრემიერლიგაში მხოლოდ 208 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი