ოდრიოსოლამ ერთ სეზონში გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო, მან სულ შვიდი მატჩი ჩაატარა
ოდრიოსოლამ ერთ სეზონში გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო, მან სულ შვიდი მატჩი ჩაატარა

ესპანელი მცველი ალვარო ოდრიოსოლა ერთ სეზონში გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

„ბაიერნში“ იჯარით ყოფნისას, ოდრიოსოლამ ბუნდესლიგაში 2019-20 წლების სეზონის ტიტული მოიგო. მან მიუნხენურ კლუბში სამი მატჩი ჩაატარა. ოდრიოსოლა ასევე მიიღებს ოქროს მედალს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისთვის, რადგან მასზე უფლებები მადრიდის „რეალს“ გააჩნია. მცველმა ესპანურ გუნდში სეზონის პირველი ნაწილი ითამაშა და ლა ლიგაში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

საერთო ჯამში, 24 წლის ფეხბურთელს ბუნდესლიგასა და ლა ლიგაში შვიდი მატჩი დაუგროვდა.