„ბაიერნი“ მადრიდის „რეალის“ მცველს იმატებს

19:51, 21.01.2020

მადრიდის „რეალის“ მცველი ალვარო ოდრიოსოლა ახლოს არის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან.

გერმანიის ჩემპიონი ესპანელ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს, – იტყობინება ესპანური რადიოსადგური „ონდა სერო“. გარიგების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

ოდრიოსოლა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ამ სეზონში მან მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში.

მსგავსი