ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლეს
ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლეს

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიიღო.

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ის მადლობას უხდის დარიგა ნაზარბაევას ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის.

ამასთან, ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილის გათავისუფლების ზუსტი მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

ყაზახეთის კონსტიტუციის მიხედვით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის სპიკერი, ქვეყანაში მნიშვნელობითა და გავლენით მეორე პირია.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.