ნუკრი ქანთარია - სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რამაც საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია
ნუკრი ქანთარია - სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რამაც საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ძალიან ფაქიზ საქმეს სათანადო ყურადღებით არ მოექცა.

როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა თავადაც აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.

„ეს იყო მტკივნეული და მძიმე შეცდომა, რომელმაც ჭირისუფლებს გული მოუკლა. არ ვიცი, საქმეს მორატორიუმი რამდენად წაადგება, მაგრამ პრეზიდენტს მოუწევს, გაცილებით ფრთხილი იყოს ასეთი პროცედურებისას და არა ისე, რომ ზედაპირულად იხელმძღვანელოს. იმპიჩმენტის პროცედურას ფაქტი სჭირდება. პრეზიდენტის უფლებაა, ადამიანი შეიწყალოს ან არა, ჩვენ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინც შეიწყალა, არ იყო შესაწყალებელი, თორემ ეს მისი უფლებაა. საჭირო იყო ყველა პატიმრის საქმის ჩაძიება, მონახვა. ვფიქრობ, ამ საკითხს არც თუ ისე სათანადო ყურადღება მიაქცია, რამაც საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია. გადადგომაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ქანთარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.