ნუგზარ წიკლაური - როდესაც ხალხს მოუწოდებ წინააღმდეგობისკენ, ყინვაში ღამის თევისკენ, ამ დროს არაა საჭირო სხვების დამუნათება და პარალელურად, ქოცების მაგიდიდან ნასუფრალის მიღება
ნუგზარ წიკლაური - როდესაც ხალხს მოუწოდებ წინააღმდეგობისკენ, ყინვაში ღამის თევისკენ, ამ დროს არაა საჭირო სხვების დამუნათება და პარალელურად, ქოცების მაგიდიდან ნასუფრალის მიღება

როდესაც ხალხს მოუწოდებ წინააღმდეგობისკენ, ყინვაში ღამის თევისკენ, ამ დროს არაა საჭირო სხვების დამუნათება და პარალელურად, ქოცების მაგიდიდან ნასუფრალის მიღება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის ჩვენი უარის წერილი. შემთხვევით არ დაწერილა და გამოხატავს ჩვენს პრინციპებს – როდესაც ხალხს მოუწოდებ წინააღმდეგობისკენ, ყინვაში ღამის თევისკენ, რობოკოპებთან პირისპირ დადგომისკენ, სამსახურების დატოვებისკენ; როდესაც ხედავ ახალგაზრდების უმაგალითო თავგანწირვას, როდესაც ხედავ, როგორ ტანჯავენ ციხეებში, როგორ უმტვრევენ ძვლებს ქვეყნის სიყვარულისთვის…

აი, ამ დროს არაა საჭირო მორალური მეტრის მანტიის მორგება, სხვების დამუნათება და პარალელურად ქოცების მაგიდიდან ნასუფრალის მიღება“,- წერს ნუგზარ წიკლაური.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.