ცესკო – საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს

21:38, 26.12.2024

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

პარტიების დაფინანსება ასეთია:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, წლიური დაფინანსება – 6,100,265; ყოველთვიური დაფინანსება – 508,355,42.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, წლიური დაფინანსება – 1,556,080; ყოველთვიური დაფინანსება – 129,673,33.

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, წლიური დაფინანსება – 1,645,805; ყოველთვიური დაფინანსება – 137,150,42 (უარი თქვეს დაფინანსების მიღებაზე).

„გახარია საქართველოსთვის“, წლიური დაფინანსება – 1,307,605; ყოველთვიური დაფინანსება – 108,967,08.

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, წლიური დაფინანსება – 1,414,610; ყოველთვიური დაფინანსება – 117,884,16;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, წლიური დაფინანსება – 752,995; ყოველთვიური დაფინანსება  – 62,749,58.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი“, წლიური დაფინანსება – 811,115; ყოველთვიური დაფინანსება – 67,592,92.

წლიური დაფინანსება სულ – 13,588,475 ლარი. ყოველთვიური დაფინანსება სულ – 1,132,372,91.

მსგავსი