მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერი გახდა 2020 წლის სეზონში ტურნირებზე გამომუშავებული თანხის ოდენობით. სერბმა ჩოგბურთელმა ჯამში 6 435 158 დოლარი მიიღო. ეს თანხა ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც ჯოკოვიჩმა 2019 წლის სეზონში გამოიმუშავა. ნოვაკი შარშანაც ამ რეიტინგის ლიდერი გახლდათ.
2020 წლის სეზონის ლიდერები გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით:
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 6 435 158
- დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 6 024 876
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 3 856 127
- დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 3 607 670
- ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 3 255 077
- ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 2 169 487
- სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 2 093 232
- პაბლო კარენიო ბუსტა (ესპანეთი) – 1 941 470
- დიეგო შვარცმანი (არგენტინა) – 1 550 441
- რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 1 390 184…
- როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 714 792
ქალებს შორის სეზონის ლიდერი გახდა ამერიკელი სოფია კენინი. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა 2020 წელს 4 302 970 დოლარი მიიღო. სამეულში ასევე მოხვდნენ იაპონელი ნაომი ოსაკა (3.3 მილიონი) და პოლონელი იგა შვიონტეკი (2.2).