ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2020 წლის სეზონში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა

12:41, 25.11.2020

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერი გახდა 2020 წლის სეზონში ტურნირებზე გამომუშავებული თანხის ოდენობით. სერბმა ჩოგბურთელმა ჯამში 6 435 158 დოლარი მიიღო. ეს თანხა ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც ჯოკოვიჩმა 2019 წლის სეზონში გამოიმუშავა. ნოვაკი შარშანაც ამ რეიტინგის ლიდერი გახლდათ.

2020 წლის სეზონის ლიდერები გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 6 435 158
  2. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 6 024 876
  3. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 3 856 127
  4. დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 3 607 670
  5. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 3 255 077
  6. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 2 169 487
  7. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 2 093 232
  8. პაბლო კარენიო ბუსტა (ესპანეთი) – 1 941 470
  9. დიეგო შვარცმანი (არგენტინა) – 1 550 441
  10. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 1 390 184…
  11. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 714 792

ქალებს შორის სეზონის ლიდერი გახდა ამერიკელი სოფია კენინი. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა 2020 წელს 4 302 970 დოლარი მიიღო. სამეულში ასევე მოხვდნენ იაპონელი ნაომი ოსაკა (3.3 მილიონი) და პოლონელი იგა შვიონტეკი (2.2).

მსგავსი