„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი აღებულ მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ყიდის
„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი აღებულ მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ყიდის

„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის შარშანდელი ლაურეატისა და გაზეთის მთავარი რედაქტორის, დიმიტრი მურატოვისთვის მინიჭებულ მედალს აუქციონზე გაყიდის. გამოცემის ცნობით, აღებული თანხით უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარებიან. თანხა არასამთავრობო ორგანიზაცია უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

მურატოვის თქმით, დაშავებულ და ავადმყოფ უკრაინელ ბავშვებს დაუყოვნებლივ მკურნალობა სჭირდებათ. მან ასევე ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ტყვეთა გაცვლისა და ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

დიმიტრი მურატოვს პრემია გასულ წელ რუსეთში სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის მიანიჭეს.