ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა მარია რესამ და დიმიტრი მურატოვმა მიიღეს
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა მარია რესამ და დიმიტრი მურატოვმა მიიღეს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა და რუსი ჟურნალისტი დიმიტრი მურატოვი გახდნენ, მათ ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ნორვეგიის ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერიტ რეის-ანდერსენის განცხადებით, ლაურეატები ყველა ჟურნალისტს წარმოადგენენ, რომლებიც იცავენ მშვიდობის იდეას მთელ მსოფლიოში, სადაც დემოკრატია და პრესის თავისუფლება სულ უფრო მტრული პირობების წინაშეა.

ლაურეატებს ნობელის პრემია 10 დეკემბერს გადაეცემათ, ალფრედ ნობელის გარდაცვალების 105 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.