ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა
პოლონეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნორვეგიის ნაკრებმა ჰონდურასი 12-0 დაამარცხა, ერლინგ ბრაუტ ჰაალანდმა კი ცხრა გოლის გატანა მოახერხა.
18 წლის ერლინგ ბრაუტი ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ალფ-ინგე ჰაალანდის შვილია, ინგლისის ქალაქ ლიდსში დაიბადა და ავსტრიულ „რედ ბულში“ თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მატჩი ჰონდურასის ნაკრებმა ცხრა ფეხბურთელით დაასრულა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, ნორვეგიამ კი მესამე ადგილი დაიკავა.
პირდაპირ შემდეგ ეტაპზე მხოლოდ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან, თუმცა ნორვეგიას ჯერ შანსი არ დაუკარგავს, რადგან საუკეთესო მესამეადგილოსანის დაიბევებს ადგილს პლეიოფში.