ნონა მამულაშვილი - მიხეილ სააკაშვილი თავის დანაპირებს შეასრულებს, ბილეთზე წერია, როდის ჩამოდის, მგონია, რომ ყველასთვის ნათელია, როდის იქნება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში
ნონა მამულაშვილი - მიხეილ სააკაშვილი თავის დანაპირებს შეასრულებს, ბილეთზე წერია, როდის ჩამოდის, მგონია, რომ ყველასთვის ნათელია, როდის იქნება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

ბილეთზე წერია, როდის ჩამოდის, ზუსტი დროც აწერია, ამიტომ მგონია, ყველასთვის ნათელია, როდის იქნება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილმა როგორც თქვა, ის აპირებს, ჩამოვიდეს. ის თავის დანაპირებს შეასრულებს, რადგან ქვეყნისთვის დგას ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ რეალურად ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი, როგორც ლიდერი, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს ავტორი, თვლის, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი შანსი და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო. ბილეთზე, როგორც იცით, წერია, როდის ჩამოდის, ზუსტი დროც აწერია და ამიტომ მგონია, რომ ყველასთვის ნათელია, როდის იქნება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.