ნოიერი ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს

11:52, 15.04.2019

ბაიერნის კაპიტანმა და გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურში დუსელდორფთან (4:1) მატჩში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ორ კვირას გამოტოვებს, – იტყობინება გუნდის ოფიციალური გვერდი.

ბაიერნის პრესსამსახური ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცველი მატს ჰუმელსი ბარძაყის არეში ტკივილებს უჩივის. 30 წლის გერმანელი გარკვეული პერიოდი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს. ბაიერნმა ამ გამარჯვებით 67 ქულა დააგროვა და კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდა.

მსგავსი