ნოიერი ნაკრებიდან წასვლისთვის მზად არ არის
ნოიერი ნაკრებიდან წასვლისთვის მზად არ არის

გერმანიის ნაკრების მეკარ მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს საერთაშორისო კარიერის დასრულებას. 33 წლის ფეხბურთელი ბუნდესტიმის შემადგენლობაში 2009 წლის ორი ივნისიდან თამაშობს და მას შემდეგ, ეროვნულ გუნდში 91 მატჩი ჩაატარა.

„მე საკუთარი თავისთვის დედლაინი არ დამითქვამს. საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება შინაგანად უნდა მოდიოდეს.

ვიცი, რომ ჩემი კარიერის დასკვნითი მეოთხედი მიმდინარეობს, მაგრამ მინდა იმდენად დიდხანს ვითამაშო, რამდენადაც ამის საშუალებას ფიზიკური და სპორტული ფორმა მომცემს. ვითამაშებ იქამდე, სანამ საჭირო ვიქნები და სანამ ეს ყველაფერი სიამოვნებას მომანიჭებს“, – განაცხადა გერმანულ პრესაში ნოიერმა.