„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მიიჩნვს, რომ ასაკის მიუხედავად კვლავ საუკეთესო გოლკიპერია.
„ყველა ფეხბურთელს ერთი კარიერა აქვს. თუ კარიერას დაასრულებ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს 11 Freunde. – თუ ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებ ან მომბეზრდება, წავალ. ახლა თამაშის დაუძლეველ სურვილს ვგრძნობ.
რომელი მწვრთნელი გამოიყენებს ფეხბურთელს, ვინც ფორმაში არ არის? ისევ საუკეთესო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის დიდი ხნის წინ შემისრულდა. გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ პირველი ნომრის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის არაფერი იცვლება, როცა გუნდში ახალი მეკარე მოდის ხოლმე“.
გერმანიის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში 34 წლის მანუელ ნოიერმა 47 მატჩი ჩაატარა.