მიუნხენის „ბაიერნის“ 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინ გერმანიის ნაკრებში პირველ ნომრად დაბრუნდება, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.
ნოიერმა შეთანხმებას მიაღწია ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან და სპორტულ დირექტორთან, რუდი ფიოლერთან.
გერმანიის ნაკრების საბოლოო განაცხადი 21 მაისს გახდება ცნობილი.
იულიან ნაგელსმანის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ითამაშებს კურასაოსთან, კოტ დ’ივუარსა და ეკვადორთან ერთად.