ნოიერი ფეხბურთის ისტორიაში მესამე მეკარე-კაპიტანია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა
ნოიერი ფეხბურთის ისტორიაში მესამე მეკარე-კაპიტანია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა

ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ დამარცხებით (1:0), „მიუნხენელთა“ კარის დარაჯი ფეხბურთის ისტორიაში მესამე მეკარეა კაპიტნის სამკლაურით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგის თასი კი, რა თქმა უნდა, სწორედ მიუნხნელთა კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა აღმართა.

ნოიერი ამ ძალიან პრესტიჟულ რეკორდს პეტერ შმეიხელთან (მანჩესტერ იუნაიტედი) და იკერ კასილიასთან (რეალი) ინაწილებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ გუნდის ლიდერთან, მეკარე და კაპიტან მანუელ ნოიერთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.