ნოიერი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებას 2025 წლამდე ითხოვს
ნოიერი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებას 2025 წლამდე ითხოვს

გერმანულ კლუბ „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, კლუბსა და 34 წლის გოლკიპერის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. წყაროს ცნობით, ნოიერს „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელება 2025 წლამდე სურს, კლუბი კი მას შეთანხმებას 2023-მდე სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი მეკარით დაინტერესებას რამდენიმე ინგლისური კლუბიც გამოხატავს, რომელთა შორის ყველაზე მეტად „ჩელსი“ აქტიურობს. მიმდინარე 2019/2020 წლების სეზონში მანუელ ნოიერმა გერმანულ კლუბში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.