ნოიერი „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს #1TVSPORT
2026 წელს ბევრი პროგნოზირებდა, რომ მანუელ ნოიერი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ „ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარე, რომელიც მიუნხენური კლუბის კარს 2011 წლიდან იცავს, გუნდში დარჩენაზე ფიქრობს. გერმანელი 39 წლის ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს – მიმდინარე სეზონში მან კარი „მშრალად“ სამჯერ შეინახა.
ნოიერმა წლის დასაწყისში „ბაიერნთან” ახალი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. თუმცა, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეკარეს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.
ნოიერის გადაწყვეტილებას “ბაიერნის“ გრძელვადიან სტრატეგიაზე დიდი გავლენა აქვს. თუ გერმანელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბს მისი შემცვლელის მოსაძებნად მეტი დრო ექნება.
მანუელ ნოიერი „ბაიერნს“ 2011 წელს, „შალკედან“ შეუერთდა და მიუნხენელთა მაისურით 569 მატჩი ჩაატარა. მან კლუბთან ერთად ბუნდესლიგა 12-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ლიგა კი ორჯერ მოიგო.