ნოდარ მელაძე - მე და „კურიერის“ ჟურნალისტები ირაკლი ოქრუაშვილს არ შევხვედრივართ
ნოდარ მელაძე - მე და „კურიერის“ ჟურნალისტები ირაკლი ოქრუაშვილს არ შევხვედრივართ

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ „კურიერის“ ჟურნალისტებსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გუშინ შეხვედრა არ შემდგარა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა გუშინ ინტერვიუს დროს მოისმინა.

„მე არ შევხვედრივარ. არც კურიერის ჟურნალისტები. მისი ინიციატივის შესახებ მოვისმინე ინტერვიუს დროს, რომელიც ჩავწერე გუშინ“, – აცხადებს ნოდარ მელაძე.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.