ნოდარ ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ღია ტურნირზე ჭადრაკში გამარჯვება მოიპოვა
ნოდარ ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ღია ტურნირზე ჭადრაკში გამარჯვება მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სივასში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი ქართველი მოჭადრაკის ნოდარ ლორთქიფანიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმელმა მოჭადრაკემ ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოაგროვა და კონკურენტებს ნახევარი ქულით გაასწრო. ნოდარ ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ოსტატის ნორმატივი მეორედ შეასრულა და საკუთარ ელო-რეიტინგს 34 ქულაც შემატა.

6,5-6,5 ქულა მოაგროვეს გიორგი ბაღათუროვმა (2417) და მელის ანაბერდიევმა (2518) და II-III ადგილები გაინაწილეს.

ასპარეზობაში ცხრა ქვეყნის 52 მოჭადრაკე მონაწილეობდა და ის შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.