მონტე კარლომ სპორტულ ნარდში მსოფლიოს რიგით 55-ე ჩემპიონატს უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სწრაფი ნარდის სახეობაში პირველობა არავის დაუთმო – ნოდარ გაგუამ ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ გაგუასთვის 2023 წელიც წარმატებული იყო – ის საბერძნეთში ლუტრაკის გრან პრის გამარჯვებული გახდა.