ნობელის პრემიის მფლობელ ჯეიმს უოტსონს რასობრივ განსხვავებზე საუბრის გამო, საპატიო წოდებები ჩამოართვეს
ნობელის პრემიის მფლობელ ჯეიმს უოტსონს რასობრივ განსხვავებზე საუბრის გამო,  საპატიო წოდებები ჩამოართვეს

რასობრივ განსხვავებზე საუბრის გამო, ნობელის პრემიის მფლობელ ჯეიმს უოტსონს საპატიო წოდებები ჩამოართვეს. 90 წლის მეცნიერს ნობელის პრემია დნმ-ის მოლეკულის აღწერისთვის აქვს მიღებული.

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ინტელექტის დონე რასობრივ წარმოშობასთანაა დაკავშირებული.

ამერიკულ ტელეკომპანია PBS-ზე იანვრის დასაწყისში გამოვიდა ფილმი „ამერიკელი ოსტატები: უოტსონის გაშიფრვა“, სადაც მეცნიერი ამბობს, რომ თეთრკანიანებს და შავკანიანებს შორის ინტელექტუალური განსხვავებები ინტელექტის კოეფიციენტის ტესტებში იკვეთება.

გენეტიკოსმა 2007 წელს ბრიტანულ გამოცემა Sunday Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ დამწუხრებულია აფრიკის პერსპექტივით, რადგან თანამედროვე სოციალური პოლიტიკა დამყარებულია ფაქტზე, რომ მათი ინტელექტი თეთრკანიანების ანალოგიურია. მეცნიერმა ასევე თქვა, რომ ტესტები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს.

ამ განცხადების შემდეგ, ჯეიმს უოტსონმა Cold Spring Harbor Laboratory-ში სამსახური დაკარგა. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ლაბორატორიაში საპატიო კანცლერისა და პროფესორის თანამდებობა შეინარჩუნა. მეორე განცხადების შემდეგ ლაბორატორიაში განაცხადეს, რომ გენეტიკის მკვლევარ მეცნიერს ყველა წოდება ჩამოერთვა, რადგან შეხედულებები არ შეიცვალა. 2014 წელს ჯეიმს უოტსონმა ოქროს მედალი გაყიდა და თქვა, რომ რასების ინტელექტუალურ და ფიზიკურ განსხვავებზე განცხადებების გამო, სამეცნიერო საზოგადოებიდან განიდევნა.

ოქროს მედალი Christie’s-ს აუქციონზე რუსმა მილიარდერმა, ალიშერ უსმანოვმა იყიდა. 2015 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას, ჯეიმს უოტსონს ნობელის მედალი დაუბრუნეს.