„ნიუკასლს“ ახალი მფლობელები ერთ თვეში ეყოლება
„ნიუკასლს“ ახალი მფლობელები ერთ თვეში ეყოლება

საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა უკვე შეათანხმა საფეხბურთო კლუბ „ნიუკასლის“ 345 მილიონ ევროდ შეძენის საკითხი, იტყობინება ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“. ამჟამად საბუთები ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობას აქვს, რომელმაც შეთანხმება 3-4 კვირის განმავლობაში უნდა დააკმაყოფილოს. საუდის არაბეთის ინვესტორები საფეხბურთო კლუბის აქციების 80%-ს მიიღებენ, 10-10 პროცენტი 0კი შუამავლებს დარჩებათ. ესენი არიან ამანდა სტეივლის კომპანია PCP Capital Partners და ძმები რუბენები.

ნიუკასლის ახალი პრეზიდენტი გახდება იასირ ალ-რუმაიანი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სანავთობო კომპანიის, „საუდი არამკოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის ახლო მეგობარია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ნიუკასლს 35 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე პრემიერლიგის სატურმირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.