„ნიუკასლ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ აირჩია პრიორიტეტული კანდიდატი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
როგორც ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ამტკიცებს, სტივ ბრიუსის წასვლის შემდეგ, ინგლისური კლუბის ახალი დამრიგებელი „დორტმუნდის“ ყოფილი მწვრთნელი, შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი გახდება. ეს უკანასკნელი 63 წლისაა და გერმანული კლუბიდან 2020 წლის დეკემბერში დაითხოვეს.
ასევე იტყობინებიან, რომ „ნიუკასლის“ ახალი სპორტული დირექტორი შეიძლება გახდეს ნიდერლანდელი მარკ ოვერმარსი, რომელსაც დღეს ანალოგიური თანამდებობა უკავია ამსტერდამის „აიაქსში“.