„დორტმუნდმა“ ფავრთან კონტრაქტი გააგრძელა
„დორტმუნდმა“ ფავრთან კონტრაქტი გააგრძელა

„დორტმუნდმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ მწვრთნელთან ლუსიენ ფავრთან. ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

61 წლის შვეიცარიელმა „დორტმუნდი“ 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა ბუნდესლიგაში. ამასთან, ფავრის გუნდი დიდი ხანი ლიდერობდა გათამაშების ცხრილს, მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან ცხრა ქულას აღწევდა, მაგრამ, საბოლოოდ, ერთი ქულით ჩამორჩა „ბაიერნს“. ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდი“ მერვედფინალში გავიდა და იქ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა „ტოტენჰემთან“.

ფავრის წინა ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.