„დორტმუნდმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„დორტმუნდმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა პოსტი დატოვა, – ამის შესახებ გამოაცხადა გაზეთმა „ბილდმა“.

შვეიცარიელი მწვრთნელის წასვლის შესახებ ფეხბურთელებს კვირას გამართული ვარჯიშის დროს გამოუცხადეს. მანამდე, შაბათს „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის მე-11 ტურში საკუთარ მოედანზე წააგო „შტუტგარტთან“ – 1:5 და მოუგებელი სერია ბუნდესლიგაში სამ მატჩამდე გაზარდა.

ფავრმა „შტუტგარტთან“ მარცხს კატასტროფა უწოდა: „ეს იყო კატასტროფა, უბრალოდ, საშინელება. ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით ბურთისთვის ბრძოლაში, სერიოზულ შეცდომებს ვუშვებდით. თუ მთელი გუნდი ცუდად იბრძვის ბურთისთვის, მაშინ სერიოზული პრობლემა გვაქვს. „შტუტგარტმა“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ჩვენ კი საშინელება ვიყავით. ასე არ გამოვა“.

მომდევნო მატჩებისთვის „დორტმუნდს“ ფავრის ასისტენტი ედინ ტერზიჩი მოამზადებს.

გათამაშების ცხრილში „დორტმუნდი“ 19 ქულით მეხუთე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი