ფავრი „დორტმუნდის“ მწვრთნელად დარჩება
ფავრი „დორტმუნდის“ მწვრთნელად დარჩება

„დორტმუნის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი პოსტს შეინარჩუნებს.

„ახალ სეზონს იგივე თანავარსკვლავედით დავიწყებთ. ისევ ვაპირებთ შეტევას. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და აუცილებლად გავმართავთ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გაგრძელებაზე, როცა საჭირო მომენტი დადგება“, – განაცხადა ცორკმა.

ადრე წერდნენ, რომ დორტმუნდული კლუბი აპირებს 62 წლის სპეციალისტზე უარის თქმას. მის ადგილას განიხილებოდა „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებელი ნიკო კოვაჩი და „ზალცბურგის“ მწვრთნელი ჯეს მარში.

ამ სეზონში „დორტმუნდი“ ვიცეჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალამდე მივიდა.

ფავრი გუნდთან 2018 წლიდან მუშაობს. მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.