„ნიუელს ოლდ ბოისი“ - თუ მესი „ბარსელონას“ დატოვებს, ჩვენთან წამოვა
„ნიუელს ოლდ ბოისი“ - თუ მესი „ბარსელონას“ დატოვებს, ჩვენთან წამოვა

არგენტინულ კლუბ „ნიუელს ოლდ ბოისის“ ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიან დ’ამიკომ აღნიშნა, რომ თავისი გუნდის შემადგენლობაში „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის ხილვის იმედი აქვს.

„თუ ის „ბარსელონას“ დატოვებს, ჩვენთან წამოვა. მე უკვე ველაპარაკე არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, დაგვეხმაროს მესის დარწმუნებაში, რადგან ის ლეოს კარგი მეგობარია“, – თქვა დ’ამიკომ.

ლიონელ მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტით 2021 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც 33 წლის ფეხბურთელს აძლევს უფლებას, უფასოდ დატოვოს კატალონური კლუბი.

დატოვე კომენტარი