ნიუ ჯერსის მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც მანამდე კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, პოლიციამ 17 ცხედარი აღმოაჩინა
ნიუ ჯერსიში პოლიციამ მოხუცებულთა თავშესაფარში 17 ცხედარი აღმოაჩინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, პოლიცია მოხუცებულთა სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცხედრების შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო.
როგორც ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება, ბოლოს სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ თავშესაფარში უკვე 68 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი ექთანი. გარდაცვალების 33 შემთხვევა კორონავირუსს უკავშირდებოდა.
„კოვიდ-19“ თავშესაფარში მცხოვრებ სულ მცირე 100 ადამიანს და 40-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა. მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვალების შემთხვევებს ნიუ ჯერსის პროკურატურა იძიებს.