ნიუ იორკის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

22:06, 07.10.2018

ნიუ იორკის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია ABC ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ოლბანის მახლობლად მოხდა. საქორწინო ლიმუზინი სხვა სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად, ლიმუზინში მყოფი 18 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე დაიღუპა ორი გამვლელი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი