„ნიუ იორკ სიტიმ“ კიბერსაფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგო

11:32, 01.06.2019

„ნიუ იორკ სიტის“ კიბერფეხბურთელმა კრისტოფერ NYC_Chris ჰოლიმ eChampions League მოიგო.

FIFA19-ში კიბერსაფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშების ფინალში ამერიკელმა ბულგარელი ივან DrNightWatch ჩუროვი დაამარცხა. გამარჯვებული 100 ათას დოლარს მიიღებს.

თამაშები მადრიდში გაიმართა, სადაც პირველ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება.

მსგავსი