„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ელენე ხოშტარია რჩება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეები კვლავ არსებობს
„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ელენე ხოშტარია რჩება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეები კვლავ არსებობს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვახტანგ კალოიანის განაცხადებით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმარტებით, პაციენტი რჩება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეები კვლავ არსებობს.

როგორც კალოიანმა აღნიშნა, გრძელდება სხვადასხვა სახის მკურნალობა, რათა მოხდეს შიმშილობის შედეგად დარღვეული პარამეტრების აღდგენა.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, მიმდინარეობს ინკლუზიური თერაპია, პარამეტრების კორეგირება. პირველი მცდელობა გვქონდა მინიმალური საკვების მიღების, დანარჩენი ვნახოთ, გაგრძელდება დაკვირვება“, – აღნიშნა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, რამდენი ხანია საჭირო, ხოშტარია ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს, კალოიანმა აღნიშნა, რომ დროის განსაზღვრა რთულია.

„გარკვეული პერიოდი მაინც. ეს დამოკიდებულია მის საკვების მიღების რეაქციაზე, პარამეტრებზე, რაც მას დაერღვა შიმშილობის გამო. გარკვეული დრო დასჭირდება. რთულია დროის განსაზღვრა. ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, რაც უფრო მეტად შევძლებთ კვების მომატებას, მისი დარღვეული პარამეტრების გასწორებას, ეს საფრთხეები მით უფრო იკლებს, თუმცა ჯერ კიდევ საყურადღებოა მისი მდგომარეობა და ასე დარჩება რამდენიმე ხანი“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ შეწყვიტა. ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.