ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში წირვას ესწრება

11:50, 27.01.2019

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში იმყოფება. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინება.

წირვას ეწრებიან საქართველოს შვიდი ეპარქიის ეპისკოპოსები, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.

მსგავსი